Quantcast
Channel: სამკურნალო მცენარეები - lady.mcvane.ge
Viewing all 299 articles
Browse latest View live

ჩაის საუკეთესო სახეობები მათთვის, ვისაც გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი აქვთ

$
0
0
ჯანსაღი კვების სფეროს სპეციალისტებმა უკოფეინო ჩაის ოთხი სახეობა დაასახელეს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოფეინი მრავალ სასმელშია, რომელიც ნაწლავების ამოქმედებას ასტიმულირებს, მაგრამ ეს გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანების ორგანიზმს ყოველთვის არ რგებს.


chais-sauketeso-saxeobebi-garizianebuli-kuw-nawlavis-sindromisas-samkurnalo-receptebi-pitna-aloe-chai

ამ ბალახს 5 ტიპის კიბოს განკურნება შეუძლია, მათ შორის საკვერცხეების, ღვიძლის, ფილტვებისა და მელანომის

$
0
0
მორინგა, ანუ "სასწაული ხე", ინდოეთში ხარობს და პატარა მრგვალი ფოთლები აქვს. მას ათასი წლის განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.


am-balakhs-5-tipis-kibos-gankurneba-sheudzlia-math-shoris-sakverckheebis-ghvidzlis-filtvebisa-da-melanomis-samkurnalo-mcenareebi

გაწუხებთ ართრიტი? ეს ხუთი პროდუქტი აუცილებელია თქვენი რაციონისთვის

$
0
0
ართრიტი შეიძლება ქრონიკულად მიმდინარეობდეს და სხვადასხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. ცხადია, ექიმი შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ სპეციალისტების მარტივ რჩევებსაც გაითვალისწინებთ.


thavis-movla-gatsukhebth-arthriti-es-khuthi-produqti-aucilebelia-thqveni-racionisthvis

ონკოლოგების ექსპერიმენტი კიბოს წინააღმდეგ - სასწაულმოქმედი მცენარე, რომელიც თითქმის ყველას ეზოშია

$
0
0
ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული ბუნება ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი სიმდიდრეა.




ბაბუაწვერა-ფესვები-babuatsvera-fesvebi-samkurnalo-mcenareebi

ჯეჯილის გასაოცარი თვისებები - ის, რაც აქამდე არ იცოდით

$
0
0
ჯეჯილი ხორბლის აღმონაცენია თავთავის დასხმამდე, შესახედავად ის უბრალო ბალახს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში , ერთ-ერთი უძლიერესი დეტოქსიკატორია. მისი სასარგებლო თვისებების გამო (დაწყებული მადის დაქვეითებით, დამთავრებული კიბოს პრევენციით) ჯეჯილის წვენმა აუცილებლად უნდა დაიმკვიდროს ადგილი თქვენს დიეტებში.



jejili-medicina-ჯეჯილი-მედიცინა

ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც კომში დაგეხმარებათ

$
0
0
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემო კი მომჟავო და ოდნავ მწკლარტე აქვს.


კომში-komshi

ნიორი - ზამთრის პერიოდის სწორუპოვარი მკურნალი

$
0
0
ნიორი სხვადასხვა სახით ნაირგვარ მედიკამენტებში გვხვდება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მისგან დამზადებულმა პრეპარატებმა საწყის სტადიაზე ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა.


niori-zamtris-periodis-sworupovari-mkurnali-ნიორი-ზამთარი-მკურნალი

არსებობს მცენარე, რომელიც 16 საათში სიმსივნურ უჯრედებს 98% - ით ანადგურებს

$
0
0
სულ ცოტახნის წინ, აღმოაჩინეს, რომ ავშანი იგივე აბზინდა ამარცხებს სიმსივნეს, კიბოს უჯრედების 98%-ს 16 საათში კლავს.


arsebobs-mcenare-romelic-16-saathshi-simsivnur-ujredebs-98-ith-anadgurebs-მცენარე-სიმსივნური-უჯრედები-აბზინდა-ხალხური

მცენარე, რომელიც სიკვდილის გარდა ყველაფერს კურნავს!

$
0
0
წინასწარმეტყველი მუჰამედი ამბობდა, რომ ამ მცენარეს შეუძლია ნებისმიერი დაავადების განკურნება, გარდა სიკვდილისა. მას ხშირად საჭმლის სანელებლად იყენებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ კვლიავს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. სილამაზისა და ჯანმრთელობის ძალა სწორედ ნატურალურ, ბუნებრივ საშუალებებშია! იგი გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე ოფიციალურ მედიცინაში. მცნიერებმა კვლიავის თესლი ეგვიპტის ფარაონ, ტუტანხამონის საფლავშიც კი აღმოაჩინეს. თანამედროვე მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს მისი თვისებების შესწავლა. 1964 წელს უკვე არსებობდა 485 სამეცნიერო კვლევა, სადაც აღწერილი, იყო თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ მცენარეს ადამიანის ორგანიზმზე. შავი კვლიავის თესლი ეფექტურად მკურნალობს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, მეტეორიზმსა და დისპეფიას. მისი თესლი აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის თავის ტკივილს, გამოდევნის თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში არსებულ კენჭებს, ანადგურებს ვირუსებსა და პარაზიტებს, ხსნის რევმატიულ ტკივილებს. იგი ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას. ამისთვის 3 გრ კვლიავის თესლს ჩაის ჭიქა თაფლში ურევენ და ისე მიირთმევენ.

კვლიავის თესლი ყველაზე ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსია - 2007 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წყალნარევი კვლიავის თესლის ექსტრაქტი ეფეტქურად ამცირებს კრუნჩხვებს;

ნარკომანიის დროს - ოპიოიდური დამოკიდებულების დროს, კვლიავის თესლი ამცირებს უარყოფით პროცესებს;

შაქრიანი დიაბეტის მე -2 ტიპი: 2 გრამი კვლიავის თესლის დილით, უზმოზე მიღება სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს;

მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი - ყელის ჩირქოვანი და ინფექციური დაავადებების დროს, ეფექტურია კვლიავის თესლის კაფსულების მიღება;

ჰელიკობაქტერია პილორით იფიცირებისას - იგი ეფექტურად ებრძვის ამ ბაქტერია, რომელიც აზიანებს ნაწლავებს და შესაძლოა წყლულის მიზეზიც კი გახდეს;

ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) დროს - კვლიავის თესლის 100-200 გრ ზეთს სვამენ დღეში 2-ჯერ, რაც არტერიული წნევის რეგულირებას უზრნულველყოფს.

ასთმა - კვლევებმა ცხადყო, რომ იგი ასთმურში შეტევის დროს სასუნთ გზებს ხსნის და სუნთქვას არეგულირებს;

ჩირქოვანი დაავადებები, ოქროსფერი სტაფილოკოკი - იგი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ხელს უწყობს ჯანსაღი უჯრედებისა და ბაქტერიების განვითარებას. გამოდევნის ორგანიზმში დაგროვილს ჩირქსა და წიდებს;

მსხვილი ნაწლავის კიბო - მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კვლიავის თესლი ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებასა და ზრდას.

კვლიავის თესლი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებსა და ფლავანოიდებს. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დრონეს, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი. თუ დღის განმავლობაში 1 სუფრის კოვზ კვლიავის ზეთს დალევთ, ბევრ პრობლემას მოიგვარებთ და იმუნიტეტს გაიძლიერებთ.

www.qartuliazri.ge

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია! პარაცეტამოლის არასტანდარტულად გამოყენების 4 მეთოდი

$
0
0
პარაცეტამოლი თურმე არა მხოლოდ სიცხის დამწევი და ტკივილის მომხსნელი საშუალებაა... ის სილამაზისთვის და სხვა დანიშნულებითაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ერთი სიტყვით, ეს პრეპარატი აგაცილებთ თავის ტკივილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

თმის მოვლა
დაფქვით 3 აბი პარაცეტამოლი, დაამატეთ თქვენს შამპუნში. თავის დაბანისას შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით თმაში. ეს ნარევი ეწინააღმდეგება ქერტლის გაჩენას და თმის მტვრევადობას.

მცენარეების მოვლა
დაფქვით 3-4 აბი პარაცეტამოლი, დაამატეთ წყლიან პულველიზატორში, რეგულარულად მოაპკურეთ მცენარეებს და შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით.

კანის მოვლა
პარაცეტამოლს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს გაღიზიანებულ კანზე. აკნეს მოსაცილებლად დაფქვით 5 აბი პარაცეტამოლი, შეურიეთ 150 მლ წყალს და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

ტანსაცმლის მოვლა
ღია ფერის ტანსაცმელზე ოფლის კვალის მოსაცილებლად, დაფქვით 2 აბი პარაცეტამოლი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. წაუსვით მიღებული პასტა ლაქაზე და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. იდეალური სისუფთავე გარანტირებულია.

www.marao.ge

ჩაის საუკეთესო სახეობები მათთვის, ვისაც გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი აქვთ

$
0
0
ჯანსაღი კვების სფეროს სპეციალისტებმა უკოფეინო ჩაის ოთხი სახეობა დაასახელეს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოფეინი მრავალ სასმელშია, რომელიც ნაწლავების ამოქმედებას ასტიმულირებს, მაგრამ ეს გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის მქონე ადამიანების ორგანიზმს ყოველთვის არ რგებს.

კურკუმას ჩაის. კურკუმა გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში შემარბილებელ მოქმედებას ახდენს. კვლევებით დადგინდა, რომ ეს სანელებელი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს შველის. ერთ ჭიქა მდუღარე წყალში კურკუმას რამდენიმე ნაჭერი დაამატეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. ასევე, შეიძლება ცხელ წყლიან ჭიქაში ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ექსტრაქტის დამატება და მშვენიერი დილის სასმელის დამზადება.

ალოეს ჩაი. ნუტრიენტებით მდიდარი ეს მცენარე ანტრაქინონების 12 სხვადასხვა ტიპს შეიცავს. ფენოლიანი ელემენტები სასაქმებელ ეფექტს უზრუნველყოფს. გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომისას ადამიანი ხშირად უჩივის გაუვალობას. ამ პრობლემის მოსახსნელად ეს საუკეთესო სასმელია. ამგვარი ჩაის მომზადება ძალიან ადვილია - ცხელ წყალს ალოეს რამდენიმე ნაჭერი ანდა მის ბაზაზე მომზადებული გელი უნდა დავუმატოთ.

ჩაის საუკეთესო სახეობები მათთვის, ვისაც გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი აქვთ


პიტნის ჩაი. არსებობს უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც პიტნის კუჭისთვის სარგებლიანობას ადასტურებს. გაღიზიანებული კუჭ-ნაჭლავის სინდრომისთვის დამახასიათებელია შებერილობა და გაზის წარმოქმნა და სწორედ ამ შემთხვევებში შველის პიტნის ჩაი.

ჩაის საუკეთესო სახეობები მათთვის, ვისაც გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი აქვთ


ფენხელის თესლისა და კურკუმას ჩაი. ინდოეთში ფენხელის თესლს ძალიან ხშირად იყენებენ საკვების მიღების შემდეგ, რათა საჭმლის მონელების პროცესს დაეხმარონ. ფენხელის თესლის ამ თვისებას მეცნიერებაც ადასტურებს. კურკუმასთან კომბინაციით ის კუჭის ტკივილსა და გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომის სხვა სიმპტომებს ასუსტებს.

ყველაფერთან ერთად, უნდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი დაავადებისას ექიმს უნდა მიმართოთ და მის რეკომენდაციებს მიჰყვეთ!

კიდევ დავამატებდით, რომ გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკის მიხედვით, ის ყოველ მეოთხე ადამიანს აწუხებს. მათგან მხოლოდ ყოველი მესამე აკითხავს ექიმს. ამ დაავადებას ნაწლავების ნევროზსა და გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომსაც უწოდებენ.

www.funtime.ge

ამ ბალახს 5 ტიპის კიბოს განკურნება შეუძლია, მათ შორის საკვერცხეების, ღვიძლის, ფილტვებისა და მელანომის

$
0
0
მორინგა, ანუ "სასწაული ხე", ინდოეთში ხარობს და პატარა მრგვალი ფოთლები აქვს. მას ათასი წლის განმავლობაში იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ამ მცენარის ფოთლები მდიდარია მინერალებითა და ვიტამინები, მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. აიურვედას მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მორინგას ფოთლები 300-ზე მეტ დაავადებას კურნავს.

მიუხედავად იმისა, რომ მორინგა სულ რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა, მას დიდი ხანია სამკურნალოდ იყენებენ. დღეისათვის მორინგას ახარებენ ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.

მცირე ხნის წინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 7 გრამი
მორიგის ფოთლების ფხვნილი სამი თვის განმავლობაში 13,5%-ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

გარდა ამისა, ფოთლები შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც კიბოსა და სიმსივნის საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აქვს.

ეს სასწაულმოქმედი მცენარე დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც. ის შეიცავს ბოჭკოებს, რომლებიც ნაწლავებიდან ზედმეტი რაოდენობის ნარჩენებს გამოდევნიან.

მორინგის ფოთლები არეგულირებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას მაშინაც კი, თუ ის ჰიპერაქტიულია.

სოფიო ბულაური

www.reitingi.ambebi.ge

გაწუხებთ ართრიტი? ეს ხუთი პროდუქტი აუცილებელია თქვენი რაციონისთვის

$
0
0
ართრიტი შეიძლება ქრონიკულად მიმდინარეობდეს და სხვადასხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. ცხადია, ექიმი შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ სპეციალისტების მარტივ რჩევებსაც გაითვალისწინებთ.

აი, ხუთი პროდუქტი, რომლებიც ართრიტთან ბრძოლას გაგიადვილებთ და დაგიცავთ კიდეც დაავადებისგან.


მარცვლეული

იგულისხმება წინასწარ დაუმუშავებელი მარცვლეული. ამ ჯგუფს მიეკუთვნება: ამარანტი (ჯიჯლაყა), თათაბო, ჭვავი, ქერი.

ფსტა (ფისტაშკი)

ართრიტისთვის სასარგებლოა ფსტა. საკუთარი სახსრების დასაცავად შეგიძლიათ დღეში ორი მუჭა ფსტა მიირთვათ. ის სასარგებლოა გულის, კუნთებისა
და მყესებისთვისაც.

ფსტა შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას E ვიტამინს ლინოლენის მჟავას და ბევრ უჯრედისს.

წითელი ხილი

წითელი ხილი ერთ-ერთ საუკეთესო ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, წითელი მოცვი, მაყვალი და წითელი ყურძენი. ძირითადი ანტიოქსიდანტი გახლავთ C ვიტამინი. ის კარგად ებრძვის ანთებით პროცესებს და ამსუბუქებს სიმპტომებს.

სტაფილოს წვენი

ცხადია, იგულისხმება ნატურალური სტაფილოს წვენი. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით, რომლის წყალობითაც აძლიერებს მთელ ორგანიზმს.

სტაფილოს წვენის მომზადება ძალიან ადვილია: ორი დიდი სტაფილო გათალეთ და ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ. გააჩერეთ ხუთი წუთით და შემდეგ გადაწურეთ ისე, რომ რბილობის ნაწილაკები არ შეყვეს. შეგიძლიათ, სტაფილოს წვენს ფორთოხლის წვენი და ორგანული თაფლი შეურიოთ.

ნატურალური ყავა

ყავას ბევრი დაავადების დროს უკრძალავენ, მაგრამ ართრიტის შემთხვევაში პირიქითაა. ცხადია, იგულისხმება, რომ ნატურალური ყავა ზომიერად მიირთვათ.
ერთი ფინჯანი ყავა დილის საათებში შეგიმსუბუქებთ ართრიტის სიმპტომებს. კარგი იქნება, თუ ყავას შაქრის ნაცვლად თაფლით დაატკბობთ.

www.reitingi.ambebi.ge

ონკოლოგების ექსპერიმენტი კიბოს წინააღმდეგ - სასწაულმოქმედი მცენარე, რომელიც თითქმის ყველას ეზოშია

$
0
0
ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული ბუნება ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი სიმდიდრეა.

მაგალითად, როდესაც სიტყვები ლეიკემია ან კიბო გვესმის, პირველი თავში რაც მოგვდის ქიმიოთერაპია დ მედიკამენტებია.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას ბაბუაწვერას სასწაულებრივ თვისებებზე, მის ფოთლებსა და ფესვებზე, რომლებსაც ლეიკემიასთან მებრძოლი ადამიანების დახმარება შეუძლია.

ის, რომ ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს კი ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს სვამენ, ეს ხალხურ მედიცინაში ცნობილია.

თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია მეცნიერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბაბუაწვერას ფესვებს კიბოს უჯრედების განადგურება და ახალი, ჟანსაღი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება შეუძლია.

ონკოლოგ კაროლინა ჰამის განცხადებით, მას პრაქტიკაში ჰქონდა მსგავსი შემთხვევა.

ექპერიმენტში მონაწილეობა, კიბოთი დაავადებულმა 72 წლის ჯონ კარლომ მიიღო, რომელიც 3 წლის განმავლობაში ინტენსიური ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის ყოველდღიური მიღების შედეგად კი მისმა დაავადებამ 4 თვეში რემისია განიცადა.

მკვლევარების განცხადებით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რომ ბაბუაწვერას ფესვების ნაყენმა კიბოს უჯრედების განადგურება 48 საათში დაიწყო და ახლის წარმოქმნასაც ხელი შეუშალა.

ბაბუაწვერის ექსტრაქტი ტრადიციულ, ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება საუკუნეების განმავლობაში.

ანემია

ბაბუაწვერა შეიცავს ვიტამინ B6, C-ს, რკინას, ფოლიუმის ჟავას, კალიუმს, მანგანუმს და მაგნიუმს.

ეს ვიტამინები აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის, რკინაც მნიშვნელოვანი ნაწილია ჰემოგლობინის. შესაბამისად, ბაბუაწვერა ანემიის მქონე ადამიანებს ეხმარება განკურნებაში.

ნაღველი

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასევე შარდმდენია, ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციის სტიმულირებას, წმენდს ღვიძლს, ამცირებს ქოლესტერინსა და ალერგიის ხარისხს.

დიაბეტი

მეცნიერები ამბობენ, რომ ბაბუაწვერას ნაყენი პანკრეასში ინსულინის წარმოქმნას უწყობს ხელს. ვინაიდან, ბაბუაწვერას ექსტრაქტი შარდმენია, ორგანიზმს ზედმეტი შაქრისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

კანი

მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე. მას აქვს ბაქტერიციდული, ინსექტიციდური და ფუნგიციდური თვისებები, ამიტომაც ფართოდ გამოიყენება ქავილის მკურნალობისას.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მოსამზადებლად: 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალ, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენი რეკომენდირებულია მიიღოთ თბილი სახით 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე, როგორც ნაღვლის დასადენი საშუალება და კანის იმ დაავადებების დროს, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული.

კუჭ-ნაწლავის დაავადების, მეტეორიზმისა და ბუასილის დროს ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამის წინ.

www.newposts.ge

ჯეჯილის გასაოცარი თვისებები - ის, რაც აქამდე არ იცოდით

$
0
0
ჯეჯილი ხორბლის აღმონაცენია თავთავის დასხმამდე, შესახედავად ის უბრალო ბალახს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში , ერთ-ერთი უძლიერესი დეტოქსიკატორია. მისი სასარგებლო თვისებების გამო (დაწყებული მადის დაქვეითებით, დამთავრებული კიბოს პრევენციით) ჯეჯილის წვენმა აუცილებლად უნდა დაიმკვიდროს ადგილი თქვენს დიეტებში.

ჯეჯილის წვენი

ჯეჯილის შემადგენლობაში 90-მდე მინერალია, მათ შორის კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ნატრიუმი. აგრეთვე, აუცილებელი ფერმენტები და 19 სახის ამინომჟავა. ქვემოთ გთავაზობთ მეთოდებს, რითაც შეგიძლიათ თქვენს ჯანმრთელომას ახალი შესძლებლობები შემატოთ ჯეჯილის მეშვეობით. სახლის პირობებში ხორბლის დასათესად ნუ გამოიყენებთ ბამბას, ვინაიდან მცენარე მიწიდან შეთვისებული მინერალებით მდიდრდება. სტატიის ბოლოს, ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, დასალევი სითხის მომზადების წესი.

ჯეჯილის გასაოცარი თვისებები - ის, რაც აქამდე არ იცოდით


1. საკვების მოთხოვნილების დაქვეითება

ჯეჯილი ისეა დატვირთული საკვები ნივთიერებებით, რომ უზმოზე მისი წვენის მიღება ჭამის მოთხოვნილებას გიკარგავთ და ზედმეტი საჭმლის მიღებისგან დაგიცავთ.

2. სისხლის მიმოქცევის სტიმულირება

ჯეჯილის სითხე სისხლში ჟანგბადის შემცველობას მოგიმატებთ, რაც თავის მხრივ, მიმოქცევას ასტიმულირებს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, ეს წვენი ბამბით სახესა და ყელზე წაისვათ სისხლძარღვების გასაფართოებლად. ცოტა ხანში მოიბანეთ სახე და ყელი და გაიმშრალეთ მშრალი პირსახოცით.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება

ჯეჯილში შემავალი ამინომჟავების და ფერმენტების კომპლექსი, მომეტებული მჟავიანობიდან დაწყებული, წყლულით დამთავრებული, სასიკეთოდ მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.

4. ართრიტის მკურნალობა

ართრიტის სამკურნალოდ ქლოროფილი საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ჯეჯილი დიდი რაოდენობით შეიცავს

5. დაღლილობის მოხსნა

როცა იღლებით, იმუნური სისტემა ქვეითდება, ორგანიზმი მოსვენებას კარგავს. ქლოროფილი ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის მოჭარბებას და მათ რეგენერაციას, რაც საგრძნობლად ამცირებს დაღლილობის სიმპტომებს.

6. პირიდან და სხეულიდან უსიამოვნო სუნის მოშორება

ჯეჯილის წვენი ბუნებრივი დეზოდორანტია. მისი ხშირი მოხმარების დროს პირის ღრუ და კანი სუფთავდება ტოქსინებისგან, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ.

7. კანის ჭრილობის მოშუშება

ჯეჯილი ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას. დაასველეთ ბამბა წვენში და დაიდეთ ჭრილობაზე რამდენიმე წუთით, შემდეგ ფრთხიალდ შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი ნაჭრით.

8. კარიესის მკურნალობა და პროფილაქტიკა

პირში ჯეჯილის წვენის გამოვლებით თქვენ ხელს უწყობთ, მავნე ტოქსინებისგან პირის გამორეცხვას და კბილების ხელახალ მინერალიზაციას.

9. ღვიძლის გაწმენდა

ღვიძლის ტოქსინებისგან გასაწმენდადჯეჯილი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. , ღვიძლი ამუშავებს იმას, რასაც სხეული შთანთავს, თუ მიაწოდებთ მას ჯეჯილის წვენს, მასში შემავალი მინერალები და ფერმენტები, დაეხმარებიან ღვიძლს ფუნქციონირებაში და გამოაცოცხლებენ მას.

10. მზის დამწვრობის მკურნალობა

ჯეჯილის წვენი ისევე,როგორც ჭრილობაზე, მზის დამწვრობაზეც კარგად მოქმედებს. ბამბით წაისვით სითხე მზისგან დაზიანებულ კანზე, რამდნიმე წუთის შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ მშრალი ნაჭრით.

11. სისხლში შაქრის შემცველობის სტაბილიზირება

ჯეჯილი სისხლში გლუკოზის დონეს მაღლა სწევს, ეს კი ნიშნაცს იმას, რომ მისი საშუალებით თვენ შეგიძლიათ, აკონტროლოთ შაქრის დონე .

12. ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას

ჯეჯილის ანტიტოქსიკური თვისებების გამო, სისხლი ყოველთვის გაწმენდილი, სუფთა და ჟანგბადით მდიდარია, ამიტომ მასში აღარ არის კიბოს უჯრედებისთვის ხელსაყრელი გარემო.



www.infopostalioni.com




ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც კომში დაგეხმარებათ

$
0
0
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემო კი მომჟავო და ოდნავ მწკლარტე აქვს.

პექტინისა და მთრიმლავი ნივთიერებების არსებობამ კომში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს შეუცვლელი გახადა. ნაყოფის ნახარში და მურაბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის დაავადების, აგრეთვე პირღებინების საწინააღმდეგოდ და შარდმდენ საშუალებად.

თესლების ნახარში (5-10გ 100მლ წყალში მოხარშეთ) შინაგანად მისაღებად (სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში) გამოიყენება ბრონქიტის დროს, სველი საფენის სახით კი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად თვალის ანთების, დამწვრობისა და კანის გაღიზიანების დროს.

კომშის წვენი (0,5-1 ჭიქა ჭამის წინ დღეში ორჯერ) სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გულის დაავადების დროს.

სილამაზისათვის: ცხიმიანი კანისათვის სასარგებლოა კომშის ნიღაბი. ანტიმიკრობული მოქმედების წყალობით ის განსაკუთრებით ეფექტურია ფერიმჭამელების მოსაცილებლად. კომში წვრილ სახეხზე გახეხეთ და მიღებულ ფაფას ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

კომში შეიცავს პროვიტამინებს, B,C, E, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს.

გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს.

ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.

100 გ კომში შეიცავს:

1. წყალს - 86.5 გ
2. ცილას - 0.6 გ
3. ცხიმს - 0,5 გ
4. ნახშირწყლებს - 9.8 გ
5. სახამებელს - 0.3 გ
6. ორგანულ მჟავებს - 0,9 გ
7. კალიუმს - 144 მგ
8. კალციუმს - 23 მგ
9. მაგნიუმს - 14 მგ
10. ნატრიუმს - 14 მგ
11. ფოსფორს - 24 მგ
12. რკინას - 3000 მგ
13. ვიტამინ A-ის - კაროტინს, 0.4 მგ
14. ვიტამინ C-ს - 23 მგ
15. ვიტამინ B1-ს - 0.02 მგ
16. ვიტამინ B2-ს - 0.04 მგ
17. ვიტამინ PP-ს - 0.1 მგ
18. კალორია - 42 კალორია.

მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.

ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ.

კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.

ხველების დროს კარგია ასევე კომშის გულისა და კურკების ნახარშის სმა. გაჭერით კომში შუაზე, ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთით. დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილას და საღამოს.

წნევის დასაწევად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის
დონეს არეგულირებს.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს.

კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.

ჰიპერტონიის დროს ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათით, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

ხველების დროს ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

www.Mkurnali.ge

ნიორი - ზამთრის პერიოდის სწორუპოვარი მკურნალი

$
0
0
უდავოდ, ნიორი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უპირველესი სასარგებლო პროდუქტია. მისი სამკურნალო თვისებების სრულად შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. ფართოდ არის ცნობილი ნივრის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ზემოქმედების შესახებ, თუმცა, გარდა ამისა, მისი აურაცხელი სხვა თვისება ერთგვარად ჩრდილშია მოქცეული.

ნიორში დიდი რაოდენობით შედის აზოტი, კალიუმის ნაერთები, ნატრიუმი, მაგნიუმისა და კალციუმის მარილები, სილიკონის, ფოსფორისა და გოგირდის მჟავები, С, В, D ვიტამინები, ფიტოსტერინები, ფიტონციდები, ეთერზეთები. საერთო ჯამში, მცენარე, დაახლოებით, ხუთასამდე სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს, რომელთა გამაჯანსაღებელი მოქმედება ერთობლიობაში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ სპექტრს ქმნის.

ნიორი მძლავრი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა, რისი წყალობითაც მას არტერიული წნევის დაწევის თვისება აქვს. გარდა ამისა, ნიორი ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ანტიტოქსიკური და ნაწლავურ პარაზიტებთან მებრძოლი ზემოქმედებით გამოირჩევა. მისი გამოყენება მისწრებაა ავიტამინოზის სიმპტომების მოსახსნელად.

ამ ცხარე პროდუქტის გამოყენების მთავარი ეფექტი, როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზმის იმუნური ძალების ამაღლებაში მდგომარეობს. ის უჩვეულოდ სასარგებლოა ორგანიზმის ინფექციური დაავადებებისგან დაცვის მხრივ. მასში შემავალი ნივთიერებები მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის პროცესს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს, ინსულტისა და ინფარქტის რისკს ამცირებს და დადებითად მოქმედებს, ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

ნიორი სელენიუმის ნაერთებს შეიცავს - შესანიშნავ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების გაჩენას უშლის ხელს. რაციონში ნივრის შეტანა ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს. ნიორი შეუცვლელი საშუალებაა მთავარი და პერიფერიული არტერიების დაცობასთან ბრძოლის საქმეში. გარდა ამისა, ის მათ დაბერებასაც აფერხებს.

ნივრის სპეციფიკური არომატი მასში შემავალი გოგირდოვანი ნივთიერებებით არის განპირობებული და ის გარკვეულწილად სასარგებლოცაა. ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს ნივრის მიღებისგან.

სუნთქვის გასაცოცხლებლად სრულიად საკმარისია ნიახურის ღერის, ლიმონის ნაჭრის ან ილის თესლის გაღეჭვა. ბოლოს პირის ღრუში რძე გამოივლეთ და ნივრის არომატიც უკვალოდ გაქრება.

დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების დახოცვის უნიკალური უნარი ნიორს უნიკალური პროდუქტების რიცხვს მიაკუთვნებს. მათ, ვინც გრიპოზული ინფექციების გავრცელებას განსაკუთრებით უფრთხის, ნიორი ყოველდღიური კვების რაციონში უნდა შეიტანონ. უფრო კონკრეტულად, ნიორი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, სპობს საფუარის სოკოს, სტაფილოკოკებს, დიფტერიის ჩხირებსა და დიზენტერიის გამომწვევ მიკრობებს.

ნიორი სხვადასხვა სახით ნაირგვარ მედიკამენტებში გვხვდება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მისგან დამზადებულმა პრეპარატებმა საწყის სტადიაზე ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა.

ნივრის უკუჩვენებები:

ნივრის გამოყენება სასურველი არ არის: თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების, გასტრიტის, ანემიის, პანკრეატიტის დროს.

მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მწვავე ჰემოროის, ინდივიდუალური აუტანლობის, შარდსასქესო სისტემის დაავადებების შემთხვევაშიც.

მისმა ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა, თავის ტკივილი და ეპილეფსიის შეტევები გამოიწვიოს.

ნივრის მიღება, ასევე, უკუნაჩვენებია ორსულთათვის და ძუძუთი კვების პერიოდში.

იმის გამო, რომ ამ ბოსტნეულს მადის გაძლიერების თვისება აქვს, ის არ უნდა მიიღონ მათ, ვინც დიეტას იცავს.

www.funtime.ge

არსებობს მცენარე, რომელიც 16 საათში სიმსივნურ უჯრედებს 98% - ით ანადგურებს

$
0
0
სულ ცოტახნის წინ, აღმოაჩინეს, რომ ავშანი იგივე აბზინდა ამარცხებს სიმსივნეს, კიბოს უჯრედების 98%-ს 16 საათში კლავს.

თუ მხოლოდ ერთწლიან აბზინდას გამოიყენებთ, ფილტვების სიმსივნეს 28%-ით შეგიმსუბუქებთ, ხოლო თუ რკინასთან გააერთიანებთ, სიმსივნეს ეფექტურად და სრულიად აღმოფხვრის.

გარდა ამისა, ექსპერიმენტების მტკიცებით, აბზინდა არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.

წარსულში, მალარიის სამკურნალოდ არტემიზინინს გამოიყენებდნენ, როგორც ძლიერ მკურნალ საშუალებას. ახლა კი მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს მცენარე ასევე ეფექტურად ებრძვის სიმსივნეს.

ათასობით წლების მანძლზე, ჩინეთში, აბზინდას ნაყენს იყენებდნენ როგორც სიმსივნის, ისე მალარიის განსაკურნად.

დღეს მეცნიერები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს მცენარე ისეთ მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც აშინებს კიბოს.

გთავაზობთ აბზინდას მიღების ხალხურ წესებს:


აბზინდას მალამო: დაგჭირდებათ 10 გრ აბზინდას სქელი ექსტრაქტი, 100 გრ მცენარეული ზეთი ან ღორის ქონი.

აბზინდას ფხვნილი: ბალახი დააქუცმაცეთ, აქციეთ ფხვნილად და მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 5-6-ჯერ ჭამის შემდეგ. მიღების დოზა თანდათან შეამცირეთ, დღეში 3 ჯერზე დაიყვანეთ, კვირის განმავლობაში. აბზინდას ფხვნილი, ნაყენზე უკეთ მოქმედებს.

აბზინდას წვენი: აბზინდას აყვავებამდე, მის ფოთლებსა და ტოტებს გამოწურავენ. მიღებული წვენი უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე - 1 სუფრის კოვზი თაფლთან ერთად.

პენი ლეინი

www.reitingi.ambebi.ge

მცენარე, რომელიც სიკვდილის გარდა ყველაფერს კურნავს!

$
0
0
წინასწარმეტყველი მუჰამედი ამბობდა, რომ ამ მცენარეს შეუძლია ნებისმიერი დაავადების განკურნება, გარდა სიკვდილისა. მას ხშირად საჭმლის სანელებლად იყენებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ კვლიავს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. სილამაზისა და ჯანმრთელობის ძალა სწორედ ნატურალურ, ბუნებრივ საშუალებებშია! იგი გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე ოფიციალურ მედიცინაში. მცნიერებმა კვლიავის თესლი ეგვიპტის ფარაონ, ტუტანხამონის საფლავშიც კი აღმოაჩინეს. თანამედროვე მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს მისი თვისებების შესწავლა. 1964 წელს უკვე არსებობდა 485 სამეცნიერო კვლევა, სადაც აღწერილი, იყო თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ მცენარეს ადამიანის ორგანიზმზე. შავი კვლიავის თესლი ეფექტურად მკურნალობს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, მეტეორიზმსა და დისპეფიას. მისი თესლი აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის თავის ტკივილს, გამოდევნის თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში არსებულ კენჭებს, ანადგურებს ვირუსებსა და პარაზიტებს, ხსნის რევმატიულ ტკივილებს. იგი ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას. ამისთვის 3 გრ კვლიავის თესლს ჩაის ჭიქა თაფლში ურევენ და ისე მიირთმევენ.

კვლიავის თესლი ყველაზე ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსია - 2007 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წყალნარევი კვლიავის თესლის ექსტრაქტი ეფეტქურად ამცირებს კრუნჩხვებს;

ნარკომანიის დროს - ოპიოიდური დამოკიდებულების დროს, კვლიავის თესლი ამცირებს უარყოფით პროცესებს;

შაქრიანი დიაბეტის მე -2 ტიპი: 2 გრამი კვლიავის თესლის დილით, უზმოზე მიღება სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს;

მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი - ყელის ჩირქოვანი და ინფექციური დაავადებების დროს, ეფექტურია კვლიავის თესლის კაფსულების მიღება;

ჰელიკობაქტერია პილორით იფიცირებისას - იგი ეფექტურად ებრძვის ამ ბაქტერია, რომელიც აზიანებს ნაწლავებს და შესაძლოა წყლულის მიზეზიც კი გახდეს;

ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) დროს - კვლიავის თესლის 100-200 გრ ზეთს სვამენ დღეში 2-ჯერ, რაც არტერიული წნევის რეგულირებას უზრნულველყოფს.

ასთმა - კვლევებმა ცხადყო, რომ იგი ასთმურში შეტევის დროს სასუნთ გზებს ხსნის და სუნთქვას არეგულირებს;

ჩირქოვანი დაავადებები, ოქროსფერი სტაფილოკოკი - იგი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ხელს უწყობს ჯანსაღი უჯრედებისა და ბაქტერიების განვითარებას. გამოდევნის ორგანიზმში დაგროვილს ჩირქსა და წიდებს;

მსხვილი ნაწლავის კიბო - მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კვლიავის თესლი ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებასა და ზრდას.

კვლიავის თესლი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებსა და ფლავანოიდებს. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დრონეს, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი. თუ დღის განმავლობაში 1 სუფრის კოვზ კვლიავის ზეთს დალევთ, ბევრ პრობლემას მოიგვარებთ და იმუნიტეტს გაიძლიერებთ.

www.qartuliazri.ge

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია! პარაცეტამოლის არასტანდარტულად გამოყენების 4 მეთოდი

$
0
0
პარაცეტამოლი თურმე არა მხოლოდ სიცხის დამწევი და ტკივილის მომხსნელი საშუალებაა... ის სილამაზისთვის და სხვა დანიშნულებითაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ერთი სიტყვით, ეს პრეპარატი აგაცილებთ თავის ტკივილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

თმის მოვლა
დაფქვით 3 აბი პარაცეტამოლი, დაამატეთ თქვენს შამპუნში. თავის დაბანისას შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით თმაში. ეს ნარევი ეწინააღმდეგება ქერტლის გაჩენას და თმის მტვრევადობას.

მცენარეების მოვლა
დაფქვით 3-4 აბი პარაცეტამოლი, დაამატეთ წყლიან პულველიზატორში, რეგულარულად მოაპკურეთ მცენარეებს და შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით.

კანის მოვლა
პარაცეტამოლს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს გაღიზიანებულ კანზე. აკნეს მოსაცილებლად დაფქვით 5 აბი პარაცეტამოლი, შეურიეთ 150 მლ წყალს და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

ტანსაცმლის მოვლა
ღია ფერის ტანსაცმელზე ოფლის კვალის მოსაცილებლად, დაფქვით 2 აბი პარაცეტამოლი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. წაუსვით მიღებული პასტა ლაქაზე და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. იდეალური სისუფთავე გარანტირებულია.

www.marao.ge
Viewing all 299 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>